პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

MWEDC6JJ გამოქვეყნდა 12 ნოე 13 ნახვა

ივენთ მენეჯერი

ჯინო აკვაპარკი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 დეკ
შესვლა და განაცხადი

კურორტი თბილისში „ჯინო აკვაპარკი“ უკვე 12 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ეს არის ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და ზრუნავს მათ კომფორტსა და კმაყოფილებაზე. "ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ივენთ მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: საოფისე & სრული სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9

ძირითადი ფუნქცია-მოალეობები

  • ღონისძიებებისა და აქტივობების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, კოორდინაცია, ვადების და გრაფიკების შემუშავება, ბიუჯეტის კონტროლი, რისკების მართვა, ტექნიკურ მხარეში გარკვევა, დეკორაციებისა და ბუშტებით გაფორმების პროცესების კონტროლი, შესრულების ანგარიშების მომზადება და საჭირო სერვისების მისაღებად სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • ანიმატორთა გუნდის მართვა, კოორდინაცია, მათთვის დავალებების ეფექტურად გადანაწილება და ღონისძიებისთვის საჭირო სხვა პერსონალის მომზადება-ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

საჭირო პიროვნული და პროფესიული უნარები

  • კრეატიულობა და ინოვაციური მიდგომა;
  • გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციური უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე.

გაფრთხილება: ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ „სოციალური მედია მენეჯერი“. განაცხადები, რომელშიც სათაური არ იქნება მითითებული, არ განიხილება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი მონაცემები 1 წლის განმავლობაში, მათ შორის სხვა რელევანტური ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა