სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "Cordex კორდექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
ლოკაცია: კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე-ახალქალაქი) სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30 დან 18:00 მდე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო აღწერილობა:
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში;
- პრეზენტაციების მრგვალი მაგიდების კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
- საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი, ან/და ფარმაცევტი)
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
- სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა
- პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა
გამოსაცდელი პერიოდი: 3 -6 თვე საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე. სოციალური პაკეტი: სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე . მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ რეგიონი, მაგალითად კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.