9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MXKRWSFP გამოქვეყნდა 7 ოქტ 38 ნახვა

გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტი

სინტაქსი გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 ნოე
ფორმა · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში

IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge), რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: დუბაის ბაზრის პროექტების ოპერაციების პროცესების სრული ციკლის მართვა.

სამუშაო პირობები:

  • ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
  • სამიზნე ბაზარი: დუბაი/არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • სამუშაო ფორმატი: დისტანციური პროცესის მართვა საქართველოდან. მივლინება დუბაიში აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.

დამატებითი სარგებელი:

  • შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
  • სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გამოცხადებული ტენდერებისთვის კომპანიის რეგისტრაცია ტენდერების/supplier portals საიტზე და შემდგომი ონბორდინგის პროცესის მართვა;
  • გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა;
  • გამოცხადებული ტენდერების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • კომპანიისთვის მნიშვნელოვანი/საინტერესო ტენდერების შესახებ გაყიდვების მენეჯერისთვის ინფორმაციის გაზიარება;
  • საბოლოო მომხმარებლებისთვის მიწოდებული ლიცენზიების განახლებების კალენდრის შექმნა და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდული მიწოდება გაყიდვების მენეჯერისთვის;
  • ლიცენზიების შეკვეთის, ჩართვის, გათიშვისა და დაპაუზების პროცესის მართვა;
  • არსებული კლიენტებისთვის უწყვეტი ლიცენზიების ჯაჭვის ჩამოყალიბება;
  • გაყიდვების მენეჯერთან ერთად პროდუქტის მახასიათებლების შესახებ წინადადებების მომზადება და კლიენტთან გაზიარება;
  • მწარმოებელთან/დისტრიბუტორთან კომუნიკაცია საუკეთესო ფასის მისაღებად;
  • ინვოისების მომზადება და ბუღალტერიასთან შესაბამისი კომუნიკაცია;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის შექმნა;
  • დებიტორების მართვა და მათთან კომუნიკაცია - ლიცენზიების შეკვეთის, ჩართვის, გათიშვისა და დაპაუზების პროცესის მართვა;
  • მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა/მიღება/დაარქივება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან მონათესავე მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენა - C1 დონე; გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
  • სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა