გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MYGQ6TRT გამოქვეყნდა 2 ნოე 17 ნახვა

საოპერაციო მენეჯერი

Maizen გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

"მაიზენი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ობიექტებისა და ბიზნესმიმართულებების ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და შეთანხმებული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესების მოწესრიგება, საოპერაციო პროცედურებისა და მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა;
  • ობიექტების მენეჯერების საქმიანობის კოორდინაცია, პასუხისმგებლობების განსაზღვრა და შესრულების შეფასება;
  • პერსონალის საჭიროების დაგეგმვა, გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობა, თანამშრომელთა განვითარება და სამუშაო რესურსების ეფექტიანი განაწილება;
  • პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი, მომხმარებელთა უკუკავშირის შეფასება და გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელება;
  • ფინანსურ გუნდთან ერთად საოპერაციო ბიუჯეტის მომზადება, შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი და თითოეული ობიექტის ფინანსური შედეგების შეფასება;
  • გაყიდვების, თვითღირებულების, პერსონალის ხარჯებისა და დანაკარგების ანალიზი; მომგებიანობის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულება;
  • შესყიდვების, მომარაგების, მარაგების მოძრაობისა და ინვენტარიზაციის პროცესების მართვა და შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა;
  • მომწოდებლებთან და მომსახურე კომპანიებთან თანამშრომლობის პირობების შეთანხმება განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
  • სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და სამუშაო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობა;
  • ობიექტებისა და აღჭურვილობის გამართულობის უზრუნველყოფა და ტექნიკური მომსახურების ორგანიზება;
  • ახალი ობიექტების, პროდუქტებისა და პროექტების გასაშვებად საოპერაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელობისთვის შედეგების, არსებული რისკებისა და გაუმჯობესების წინადადებების რეგულარულად წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • სტუმარმასპინძლობის ან კვებისა და სასმელების მომსახურების სფეროში (Hospitality/F&B) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება — აუცილებელია;
  • რამდენიმე ობიექტის ან სხვადასხვა ფუნქციური გუნდის ერთდროულად მართვის გამოცდილება;
  • ბიუჯეტსა და ფინანსურ შედეგებზე პასუხისმგებლობის გამოცდილება; მოგება-ზარალის ანგარიშის, პროდუქციის თვითღირებულებისა და პერსონალის ხარჯების ანალიზის უნარი;
  • გუნდის დაკომპლექტების, თანამშრომელთა განვითარების, დელეგირებისა და სამუშაო გრაფიკების მართვის გამოცდილება;
  • შესყიდვების, მარაგების, ინვენტარიზაციისა და დანაკარგების კონტროლის პრაქტიკული ცოდნა;
  • მომსახურების სტანდარტებისა და სამუშაო პროცედურების დანერგვის გამოცდილება;
  • სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  • MS Excel-ის, POS-ისა და მარაგების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ახალი ობიექტის გახსნის ან საოპერაციო პროცესების თავიდან ჩამოყალიბების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მნიშვნელოვანი უნარები

  • სისტემური აზროვნება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • გუნდის ხელმძღვანელობა და ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • მოლაპარაკებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დატვირთულ გარემოში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;
  • დეტალებისადმი ყურადღება და შედეგზე პასუხისმგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "მაიზენის" მიერ;
  • ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
  • პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
  • პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა