კაფელ-მეტლახის სპეციალისტი
სიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას კაფელ-მეტლახის სპეციალისტის პოზიციაზე.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
- გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
- კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
- კორპორატიულ ფიტპასს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური დავალების გაცნობა, ზედაპირის მომზადება და მოსაპირკეთებელი ადგილის მონიშვნა;
- ფილების საჭირო ზომისა და ფორმის მიხედვით გაზომვა, მოჭრა და დამუშავება;
- წებოვანი ნარევებისა და სხვა სამონტაჟო მასალების მომზადება და გამოყენება;
- კერამიკული და სხვა ტიპის ფილების კედელსა და იატაკზე დაგება, სწორი განლაგებისა და თანაბარი ნაკერების დაცვით;
- ნაკერების შევსება, ზედაპირის გაწმენდა და საჭიროების შემთხვევაში ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულება;
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
- სამუშაო ადგილისა და ხელსაწყოების მოწესრიგება, უსაფრთხოების წესების დაცვა;
- ხანძარსაწინააღმდეგო და სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი პროფესიული განათლება (სასურველია);
- უნდა ჰქონდეს კაფელ-მეტლახის დაგების ან კედლისა და იატაკის მოპირკეთების სამუშაოების მიმართულებით გამოცდილება.
უნდა იცოდეს:
- ფილების დაგების ძირითადი ტექნოლოგია და სამონტაჟო მასალების გამოყენების წესები;
- ზედაპირის მომზადების, ზომების აღებისა და მასალების საჭირო რაოდენობის განსაზღვრის ძირითადი მეთოდები;
- სამუშაო ნახაზებისა და ესკიზების წაკითხვა;
- ფილების ჭრისა და დამუშავების, ნაკერების შევსებისა და ხარისხის შემოწმების წესები;
- ხელსაწყოებისა და ელექტროინსტრუმენტების უსაფრთხოდ გამოყენება.
უნარ-ჩვევები:
- ტექნიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კაფელ-მეტლახის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.