რეკრუტერი
ტაიმაუტ ფიტნეს ჰოლ აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე ახალი ფიტნეს დარბაზისთვის
მდებარეობა: რუსთავი ანაზღაურება: შეთანხმებით
ქალაქ რუსთავში იხსნება ახალი, თანამედროვე ფიტნეს დარბაზი. ვეძებთ გამოცდილ რეკრუტერს კონკრეტული დავალების შესასრულებლად: დარბაზის გასახსნელად და ოპერირებისთვის საჭირო სრული გუნდის მოძიება და შერჩევა. მნიშვნელოვანი პირობა: ვინაიდან ობიექტი მდებარეობს რუსთავში, კადრები სრულად უნდა შეირჩეს ადგილობრივად. შესაბამისად, რეკრუტერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რუსთავის შრომით ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და/ან წვდომა ადგილობრივ საკადრო რესურსებთან.
ძირითადი მოვალეობები: - დარბაზის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პოზიციაზე (გაყიდვების მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, ადმინისტრატორები, ბარმენები, შესყიდვები, ინსტრუქტორები, დასუფთავების თანამშრომლები და სხვ.) ვაკანსიების განთავსება და შესაბამისი კანდიდატების მოძიება (Sourcing). - პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია, გასაუბრებების დაორგანიზება და პირველადი შერჩევა (Screening). - საბოლოოდ შერჩეული, კვალიფიციური კანდიდატების სიის წარდგენა მენეჯმენტისთვის. - შენიშვნა: შერჩეული კადრების შემდგომ გადამზადებას, კონტრაქტების გაფორმებასა და ადაპტაციას უზრუნველყოფენ კომპანიის იურისტი და ხარისხის მართვის მენეჯერი. რეკრუტერის პასუხისმგებლობა სრულდება კადრის საბოლოო შერჩევის ეტაპზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - რეკრუტინგის და კადრების შერჩევის მიმართულებით მუშაობის დადასტურებული გამოცდილება. - ქალაქ რუსთავის ლოკაციაზე კადრების მოძიების სპეციფიკის ცოდნა. - ეფექტური კომუნიკაციისა და კანდიდატის შეფასების უნარი. - უპირატესობად ჩაითვლება: ფიტნეს ინდუსტრიაში, სპორტულ ან მომსახურების სფეროში (HoReCa, რითეილი) კადრების მოძიების გამოცდილება.
რას გთავაზობთ: - მოქნილ გრაფიკს: თქვენ არ ხართ ვალდებული იაროთ ოფისში. სამუშაო არის პროექტული და ფოკუსირებულია მხოლოდ კონკრეტული შედეგის (გუნდის დაკომპლექტების) დადებაზე, შესაბამისად, საჭიროებიდან უნდა განისაღვროს ფიზიკური შეხვედრები. - კონკურენტულ ანაზღაურებას: ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე (შესრულებული სამუშაოს ან შერჩეული კადრების რაოდენობის მიხედვით).
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: “ რეკრუტერი “.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.