9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

N1R0ZCGH გამოქვეყნდა 20 ოქტ 12 ნახვა

E-commerce გაყიდვების მენეჯერი

კონტაქტჰოუმი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში −57% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 21 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"Konatk"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: როგორც E-commerce გაყიდვების მენეჯერი, შენ მართავ ციფრულ გაყიდვებს და უზრუნველყოფ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას ონლაინ სივრცეში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ონლაინ პლატფორმაზე შემოსული შეკვეთების ოპერატიული დამუშავება და მართვა;
  • საკომუნიკაციო არხებში (სოც. ქსელები, ჩატი, ტელეფონი) მომხმარებელთან კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
  • ლოჯისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაცია და შეკვეთების დროული მიწოდების ორგანიზება;
  • სასაქონლო ნაშთების კონტროლი და მართვა;
  • შეკვეთების გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • პირადი გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების ეფექტურობის გაზრდაზე ზრუნვა;
  • შემოსული შიდა განვადების განცხადებების განხილვა;
  • მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა რისკების მართვის განყოფილებაში;
  • ონლაინ მომხმარებლის დარეგისტრირება პროგრამაში;
  • პროგრამაში მონაცემების ასახვა და ხელშეკრულების გაფორმება.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს ვერბალური და წერითი კომუნიკაციის გამართული უნარი;
  • ფლობ საოფისე პროგრამებს (MS Office);
  • ფლობ უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;
  • გაქვს უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე ან ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

  • გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000ლ + ბონუსი ;
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
  • აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "E-commerce გაყიდვების მოენეჯერი"

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

  • * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა