7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

N2NY340B გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

სამედიცინო წარმომადგენელი

ოსტეო დენტაშოპი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

გსურთ იმუშაოთ სტომატოლოგიის სფეროში, წარმოადგინოთ საერთაშორისო ბრენდები და თქვენი შედეგები პირდაპირ აისახოს შემოსავალსა და კარიერულ განვითარებაზე?

"ოსტეო დენტაშოპის" წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ სამედიცინო წარმომადგენელს თბილისში.

რას გააკეთებთ:

** ყოველდღიურად შეხვდებით ექიმებსა და კლინიკების წარმომადგენლებს;

** წარადგენთ კომპანიის სტომატოლოგიურ პროდუქტებსა და თანამედროვე გადაწყვეტილებებს;

** დაამყარებთ გრძელვადიან და სანდო ურთიერთობებს ექიმებთან;

** დაგეგმავთ და განახორციელებთ გაყიდვების აქტივობებს;

** მოიძიებთ ახალ პარტნიორებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს;

** იზრუნებთ არსებული მომხმარებლების განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე;

** მიიღებთ მონაწილეობას პროფესიულ ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში.

ვის ვეძებთ:

** ადამიანს, რომელსაც უყვარს კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა;

** სასურველია მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სამედიცინო ან გაყიდვების სფეროში;

** კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ვიზიტების დაგეგმვა და ეფექტური follow-up;

** შედეგზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს;

** კანდიდატს, რომელსაც აქვს სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1 500 ლარიდან, გამოცდილების შესაბამისად;

** გაყიდვებზე დაფუძნებულ გამჭვირვალე და მზარდ ბონუსს;

** ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს;

** სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;

** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;

** პროფესიულ და კარიერულ განვითარებას;

** მეგობრულ, მხარდამჭერ და წარმატებაზე ორიენტირებულ გუნდს;

** თანამედროვე და საინტერესო სამუშაო გარემოს.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.

თუ გსურთ, თქვენი კომუნიკაციის უნარი რეალურ პროფესიულ წარმატებად და მზარდ შემოსავლად აქციოთ, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე:. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "სამედიცინო წარმომადგენელი".

ჩვენ შესახებ:

www.kbili.ge

www.facebook.com/dentashopgeo

გელოდებით გასაუბრებაზე — შესაძლოა, სწორედ თქვენ გახდეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრი!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ოსტეო დენტაშოპი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა