8,817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

N34VZPQ9 გამოქვეყნდა 22 სექ 2 ნახვა

ყავის ლაბორატორია

ყავის ლაბორატორია

B2B შეკვეთებისა და დებიტორული დავალიანებების კოორდინატორი

ყავის ლაბორატორია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

"Coffee LAB" — ყავის ლაბორატორია არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საქართველოში Specialty ყავის წარმოება 2016 წელს დაიწყო. კომპანიას ყოველწლიურად 40 ტონაზე მეტ მწვანე ყავის მარცვალი შემოაქვს, ადგილზე ხალავს და პროდუქციას როგორც საცალო, ისე B2B მიმართულებით სთავაზობს მომხმარებლებს.

დღეს კომპანიაში 150-ზე მეტი თანამშრომელია.

"Coffee LAB" აერთიანებს 6 განსხვავებული კონცეფციის ფილიალს და 300-ზე მეტ B2B პარტნიორს, რომლებსაც ყავის მარცვალთან ერთად პროფესიონალურ ტექნიკას, ტრენინგსა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.

"Coffee LAB"-ის გუნდში ვეძებთ B2B შეკვეთებისა და დებიტორული დავალიანებების კოორდინატორს.

რას მოიცავს პოზიცია?

  • B2B პარტნიორი კომპანიებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
  • შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;
  • პარტნიორი კომპანიების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და ვადაგადაცილებულ ანგარიშებზე კომუნიკაცია;
  • რეალიზაციების პროგრამული გატარება და საჭირო რეპორტების მომზადება;
  • B2B პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათი მიმდინარე მოთხოვნების მართვა;

სასურველია:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • 1C პროგრამაშ მუშაობის გამოცდილება (ან შევასწავლით ადგილზე)

რას გთავაზობთ?

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Coffee LAB-ის ობიექტებზე სპეციალურ ფასებს თანამშრომლებისთვის;
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-18:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისი - ცაცხვების ქუჩა N8
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია" -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ყავის ლაბორატორია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა