შშმ პირთა დღის ცენტრის მუსიკის მასწავლებელი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს შშმ პირთა დღის ცენტრის მუსიკის მასწავლებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ადგენს წლიური მუშაობის გეგმას ბენეფიციართა ფსიქო-სომატური უნარების გათვალისწინებით; ** უზრუნველყოფს წელიწადში 4-ჯერ მაინც ცენტრის ღონისძიებების ჩატარებას მშობელთა დასწრებით; ** ატარებს ბენეფიციარებთან მუსიკის გაკვეთილებს კვირაში ორჯერ მუსთერაპიის ელემენტების გამოყენებით; ** ზრუნავს ბენეფიციართა მუს-თერაპიის პროცესში ჩართვაზე; ** ზრუნავს ბენეფიციართა დადებითი განწყობის შექმნაზე; ** ხელს უწყობს ბენეფიციარების მოტივაციის ამაღლებას თერაპიის პროცესში ჩასართავად; ** არჩევს მუს-თერაპიის სესიები ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით; ** უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოს და იცავს უსაფრთხოების ნორმებს სესიების დროს; ** აკონტროლოს ბენეფიციართა ჩართულობა და მოტივაცია; ** თანამშრომლობს სპეციალურ მასწავლებლებთან და პროგრამულ მენეჯერთან ჯგუფური აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში; ** აკეთებს ჩანაწერებს ბენეფიციართა ინდივიდუალურ გეგმაში; ** აფასებს ბენეფიციარების პროგრესს და ეფექტურად იყენებს შეფასების შედეგებს სამომავლო სესიების დაგეგმვისთვის; ** ინარჩუნებს პოზიტიურ დამოკიდებულებას ყველა ბენეფიციარის მიმართ, განურჩევლად მათი სქესისა, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული განსხვავებისა და ფიზიკური შესაძლებლობებისა; ** ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა, ბენეფიციართა, მათი ოჯახის წევრების და სამუშაოს განხორციელების ეტაპზე მიღებული ნებისმიერი პირადი სახის და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; ** დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ვადაში შესრულება.
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მუსიკალური განათლება; ** შესაბამისი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (WORD, EXCEL, INTERNET) ცოდნა მომხმარებლის დონეზე; ** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.
უნარები:
** ანალიტიკური და ლოგიკური პრობლემების გადაჭრის უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მოტივირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა.
შერჩევის კრიტერიუმები:
** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; ** სამუშაო გამოცდილება; ** მოტივაცია; ** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა და შერჩევა; ** გასაუბრება.
რეზიუმე, სამოტივაციო წერილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com. "Subject" ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება - "მუსიკის მასწავლებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი.
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებსა და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისა და პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.