გაყიდვების მენეჯერი
MARTV აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
თბილისი | Door-to-Door Sales www.mar.tv
MARTV ინტერნეტისა და ციფრული ტელევიზიის ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს მარტივ, მოქნილ და ხელმისაწვდომ სერვისებს სთავაზობს. ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც უშუალოდ მომხმარებლებთან კომუნიკაციით დაგვეხმარება ახალი აბონენტების მოზიდვაში.
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციურ მომხმარებლებთან კარდაკარ ვიზიტები;
- MARTV-ის ინტერნეტისა და ტელევიზიის სერვისების პრეზენტაცია;
- მომხმარებლებისთვის მიმდინარე შეთავაზებებისა და მომსახურების პირობების გაცნობა;
- ახალი აბონენტების მოზიდვა და გაყიდვების მიზნების შესრულება.
რას ველოდებით კანდიდატისგან?
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ?
- ფიქსირებული ანაზღაურება - 1,200 ლარი;
- მაღალი ბონუსი გაყიდვების შედეგების შესაბამისად;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 15:00–21:00.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: „გაყიდვების მენეჯერი“.