7697 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

N3KNGE01 გამოქვეყნდა 31 აგვ 4 ნახვა

ექსპორტის მენეჯერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;

** უმაღლესი განათლება;

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის დეტალური ანალიზი: მომხმარებლის მოთხოვნები, ტენდენციები, კონკურენტები და ფასების პოლიტიკა;

** ახალი პროდუქციის შექმნასა და ადაპტაციაში მონაწილეობა ბაზრის სპეციფიკის მიხედვით (პროდუქტი, შეფუთვა, პოზიციონირება);

** პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება კომპანიებთან;

** კონტრაქტების, კომერციული პირობებისა და მიწოდების პროცესების კოორდინაცია;

** ექსპორტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;

** გაყიდვების გეგმების შედგენა და შესრულების მონიტორინგი;

** გამოფენებში, ბიზნეს შეხვედრებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა;

** ბაზრის უკუკავშირის შეგროვება და პროდუქციის/სტრატეგიის გაუმჯობესებაზე მუშაობა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;

** მოწესრიგებული;

** აქტიური;

** ორგანიზებული;

** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;

** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ექსპორტის მენეჯერი".

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კახური ტრადიციული მეღვინეობა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა