გერმანულენოვანი ცხელი ხაზის აგენტი
NETEX CONSULTING აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი ცხელი ხაზის აგენტის პოზიციაზე
ვეძებთ ცხელი ხაზის აგენტებს მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით. ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლების სატელეფონო ზარების და ტექსტური შეტყობინებების მიღება და მომსახურება; - მომხმარებლის შეკითხვებზე ინფორმაციის მიწოდება; - პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურების მიხედვით გადაწყვეტა; - მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია; - საჭირო ინფორმაციის სისტემაში დაფიქსირება.
აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ ენას (კარგად/თავისუფლად)
სასურველი უნარები: - გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია; - მომხმარებელზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - კომპიუტერისა და საბაზისო საოფისე პროგრამების ცოდნა; - მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა შესაძლებელია - კანდიდატების განხილვა გამოცდილების გარეშეც.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ოფისი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.