7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

N568W8JA გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

Telecom 1 via hr.ge
ქუთაისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
₾700–1500 / თვეში ბოლო ვადა:

მდებარეობა: ქუთაისი ტელეკომ 1 წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედ კომპანიას, რომელიც აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სერვისებს. ტელეკომ 1 აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. თანამშრომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება სატელეკომუნიკაციო ქსელის გამართულ ფუნქციონირებაში მონაწილეობა, ახალი სერვისების მონტაჟი და აბონენტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.

ძირითადი ფუნქციები - აბონენტებთან ადგილზე ვიზიტი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში; - ახალი აბონენტების სატელეკომუნიკაციო სერვისების მონტაჟი და კონფიგურაცია; - ქსელური დაზიანებების იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა; - ტექნიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით; - შესრულებული სამუშაოების შესაბამისი აღრიცხვა.

ანაზღაურება - ხელზე ასაღები ფიქსირებული ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; - კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა — შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით თანამშრომელს აქვს დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი – პარასკევი: 10:00–19:00; - შაბათი: მოკლე სამუშაო დღე; - კვირა: დასვენების დღე.

ბენეფიტები და განვითარების შესაძლებლობები - შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა; - ტექნიკური სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა; - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; - კორპორატიული მობილური კავშირი და სასაუბრო პაკეტი; - კომპანიის სატელეკომუნიკაციო სერვისებით სპეციალური პირობებით სარგებლობა; - სამუშაოსთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი და აღჭურვილობა; - სტაბილური სამუშაო გარემო და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სატელეკომუნიკაციო მიმართულებით); - ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - სასურველია მართვის მოწმობის C კატეგორიის ფლობა.

განაცხადის წარდგენა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@telecom1.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი“.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Telecom 1
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა