უსაფრთხოების თანამშრომელი, მძღოლი
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლისა და მძღოლის პოზიციებზე წყნეთის კამპუსში.
"ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.
დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით.
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს "ბაქსვუდის სკოლის" სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.
2023 წლიდან ფუნქციონირებს "ბაქსვუდის სკოლის" ახალი კამპუსი გელოვანზე.
ჩვენ გთავაზობთ
- სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კვებას.
ანაზღაურება: "ბაქსვუდში" ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- D კატეგორიის მართვის მოწმობა;
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული და სატელეფონო პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (Word, Excel, Google Drive, WhatsApp, Viber);
- პუნქტუალობა და დისციპლინა;
- ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- თავაზიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ ბმული:
უსაფრთხოება: https://docs.google.com/spreadsheets/d/1ToCQEF9FbyfxPI2DLp0HcFEoqXIkDy0Q8gM3-KDw6XY/edit?usp=sharing
მძღოლი: https://docs.google.com/spreadsheets/d/1s-uAr3tCpfwa6hDfbRy7Cyne38-mj37UaLrSD_fvtSQ/edit?usp=sharing
უსაფრთხოება+მძღოლი: https://docs.google.com/spreadsheets/d/1V9ZMmV9EWT1cez7kF9QlVnKeiBxe0zGVbovynpSAgEE/edit?usp=sharing
"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.