ფასადისა და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტი
შპს LSG აცხადებს ვაკანსიას ფასადისა და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ფასადის მოსამზადებელი და მოპირკეთების სამუშაოების შესრულება;
- სველი და ვენტილირებადი ფასადის მოწყობა;
- ჰიდროიზოლაციის სამუშაოების შესრულება;
- სხვადასხვა ტიპის ჰიდროსაიზოლაციო მასალებთან მუშაობა;
- სამუშაოს ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესის დაცვა;
- ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფასადისა და/ან ჰიდროიზოლაციის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- სამშენებლო მასალებისა და სამუშაო ტექნოლოგიების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ხარისხზე ორიენტირებულობა.
- ასევე მიიღებიან საქმის ადგილზე შესწავლის მსურველები, გამოცდილების არმქონე პირები.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- გამოცდილების შესაბამისად ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას.
ანაზღაურება: საწყისი ხელფასი 2500 ლარი, ხელფასის ყოველწლიური ზრდა.
დასაქმებულის მიერ სამუშაოს სწრაფად და ხარისხიანად შესრულების შემთხვევაში ხელფასის ზრდა განიხილება გათვალისწინებულ ვადაზე ადრე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
გთხოვთ, განაცხადისას მიუთითოთ პოზიცია — "ფასადისა და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.