სტაჟირება ბუღალტერიაში
კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ გამართულ ფუნქციონირებაში.
ვაკანსიის შესახებ
- ანაზღაურება: 700 ლარი (NET);
- ხანგრძლივობა: 6 თვე;
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, (ორშაბათი-პარასკევი)
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
ფუნქცია-მოვალეობები
- პირველადი დოკუმენტების დამუშავება და დაარქივება;
- სხვადასხვა ბუღალტრულ ოპერაციებში ჩართულობა და მათი პროგრამულად ასახვა.
სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით
- ბუღალტრული აღრიცხვის ზოგად პრინციპებს;
- საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" მუშაობას;
- ფინანსური და არაფინანსური აქტივების, ასევე ვალდებულებების აღრიცხვას.
სურვილის შემთხვევაში, გექნებათ შესაძლებლობა
- ჩაერთოთ საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში;
- მონაწილეობა მიიღოთ ფინანსური და მენეჯმენტური ანგარიშების მომზადებაში.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა - უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგად ფლობას;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები და თვისებები
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- დისციპლინა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა;
- ინტერპერსონალური უნარები.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები
- პროფესიული განვითარება;
- სამედიცინო დაზღვევა 6 თვის შემდეგ.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და დიპლომის ასლი (დიპლომის არარსებობის შემთხვევაში გაგვიზიარეთ სასწავლო ბარათის ამონაწერი) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!