ვებ კონტენტის მენეჯერი
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ვებ კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი
საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე ინფორმაციის დროული განთავსება და განახლება, სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია და ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტისა და აქტუალურობის უზრუნველყოფა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან ვებგვერდისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და შეგროვება
- მიღებული ინფორმაციის სტილისტური და ენობრივი დამუშავება
- ვებგვერდზე ინფორმაციის ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსება და განახლება
- ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის პერიოდული გადამოწმება და მოძველებული მონაცემების განახლება
- ვებგვერდზე სიახლეების, განცხადებების, სასწავლო პროგრამებისა და სხვა საინფორმაციო მასალების დამუშავება და განთავსება
- ქართულ და ინგლისურენოვან ვერსიებში ინფორმაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა
- ვებგვერდზე ინფორმაციის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია
- კონტენტის განთავსებისას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების შესახებ შესაბამისი პირების ინფორმირება
- ვებგვერდების ნახვების, მომხმარებელთა ქცევის, პოპულარული და ნაკლებად გამოყენებული გვერდების და სხვა შესაბამისი მაჩვენებლების მონიტორინგი
- ვებგვერდის ანალიტიკის პერიოდული წარმოება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია)
სამუშაო გამოცდილება:
- სასურველია ვებგვერდის ადმინისტრირების, კონტენტის მართვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ვებგვერდის კონტენტის მართვის სისტემებთან (CMS) მუშაობის გამოცდილება
პროფესიული უნარები:
- ქართული ენის გამართული წერითი კომუნიკაციისა და ტექსტის რედაქტირების უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ორგანიზების უნარი
- ვებგვერდზე ტექსტური და ვიზუალური მასალების განთავსების საბაზისო ცოდნა ან შესაბამისი სისტემის სწრაფად ათვისების უნარი
- ვებ-ანალიტიკის საბაზისო ცოდნა
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ეფექტიანი კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ვადების დაცვა და სამუშაოს დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ნოემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "ვებ კონტენტის მენეჯერი".
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა.
პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.