Head of ML Platform Team
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
პოზიციის შესახებ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდში ვეძებთ Head of ML Platform Team-ს. ეს პოზიცია პასუხისმგებელი იქნება მანქანური სწავლების პლატფორმის გუნდის მართვაზე და განვითარებაზე. შენ გექნება სტრატეგიული როლი მანქანური სწავლების პლატფორმის ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაში, რომელიც მოიცავს მონაცემების მოძიების, მიგრაციის, მოდელებისტრენინგის, გაშვებისა (deployment) და მონიტორინგის ხელსაწყოების შექმნას. შენ საშუალება გექნება იმუშაო გუნდში, რომელიც საუკეთესო AI პროდუქტებს ქმნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის 22 ქვეყნის ბანკებს შორის.
ძირითადი პასუხისმგებლობები გუნდის ხელმძღვანელობა და სტრატეგია: - ML პლატფორმის გუნდის მართვა, მოტივირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- ML პლატფორმის განვითარების სტრატეგიისა და გზამკვლევის (roadmap) შემუშავება;
- მანქანური სწავლების ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის უზრუნველყოფა;
- ახალი ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიების კვლევა და დანერგვა.
პროდუქტის განვითარება: - ML მოდელების სასიცოცხლო ციკლის მართვის ავტომატიზაცია;
- მოდელების რეგისტრაციის, გაშვებისა (deployment) და მონიტორინგის პროცესების გამართვა;
- მონაცემთა ვალიდაციის და წაძვრის დადგენის მექანიზმების განვითარება;
- მოდელების გამოყენების გამარტივება ბიზნეს პროცესებში.
დამკვეთთან თანამშრომლობა: - მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის გუნდებთან თანამშრომლობა მათი საჭიროებების გასაგებად;
- მონაცემთა მეცნიერებთან, ანალიტიკოსებთან და ინჟინრებთან მჭიდრო კოლაბორაცია ამოცანების დეტალიზაციისთვის;
- მანქანური სწავლების პლატფორმის პრიორიტეტების განსაზღვრა ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად;
- მონაცემთა ანალიტიკის და მეცნიერების გუნდებთან კოორდინაცია.
კვალიფიკაცია და გამოცდილება - მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მანქანური სწავლების ან მონაცემთა ინჟინერიის სფეროში;
- სასურველია მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება გუნდის ხელმძღვანელობის პოზიციაზე;
- MLOps-ის პრინციპებისა და პრაქტიკების ზოგადი ცოდნა;
- მანქანური სწავლების პლატფორმების (MLFlow, Kubeflow, ან მსგავსი) გამოცდილება;
- მონაცემთა ინფრასტრუქტურის (Hadoop, PostgreSQL, Big Data ტექნოლოგიები) გამოცდილება;
- პროგრამირების ენების (Python, Scala, Java) გამოცდილება;
- Scrum/Agile მეთოდოლოგიით პროექტების მართვის გამოცდილება.
სასურველი უნარები - ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარი;
- პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია როგორც ტექნიკურ, ასევე არატექნიკურ აუდიტორიასთან;
- ინოვაციური აზროვნება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის უნარი;
- პროექტების მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი;
- დროული გადაწყვეტილებების მიღებისა და ეფექტური დელეგირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ - შესაძლებლობას, იმუშაო წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში და ხელი შეუწყო ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და ტრენინგებს;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსების პაკეტს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
- თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილებას.
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 6 ნოემბრამდე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.