ანაზღაურებადი სტაჟირება სერვისის სამსახურში
კომპანია თბილი სახლი (Casa Calda) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სერვისის სამსახურში
სტაჟირების პერიოდში კანდიდატი გადამზადდება და იმუშავებს ჩამოთვლილიდან მხოლოდ ერთი მიმართულებით: - ცენტრალური გათბობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები. - სპლიტ და მულტი სპლიტ კონდიციონერების სამონტაჟო სამუშაოები. - VRV/VRF - სისტემის სამონტაჟო სამუშაოები. - ელექტროობის სამონტაჟო სამუშაოები.
მოთხოვნები: - განვითარების მაღალი მოტივაცია; - უპირატესობად ჩაითვლება HVAC, წყალგაყვანილობის ან/და ელექტრო სისტემების ცოდნა; - სასურველია მართვის მოწმობის ქონა ( B კატეგორია )
სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას N56; - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი (სტუდენტის შემთხვევაში განიხილება შეთავსება) - ანაზღაურება: ფიქსირებული, მზარდი განვითარების შესაბამისად
ბენეფიტები: - პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა; - კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით; - ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა; - პარკინგი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სტაჟიორი სერვისის სამსახურში“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.