8360 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

N7AD5CEA გამოქვეყნდა 8 სექ 9 ნახვა

ITCS

ITCS

ინჟინერი - Refurbishing & Repair

ITCS გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" ITCS აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ინჟინერი (Refurbishing & Repair).

სამუშაოს ლოკაცია: თბილისი

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ინჟინერს, რომელსაც აქვს გამოცდილება ან ინტერესი სხვადასხვა ტიპის ტექნიკური მოწყობილობების აღდგენის (refurbishing) და შეკეთების მიმართულებით.

კანდიდატი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს და ცოდნას:

** ელექტრონული მოწყობილობების დიაგნოსტიკა და პრობლემების იდენტიფიცირება

** ტექნიკური მოწყობილობების დაშლა/აწყობა და შეკეთება პლატის დონეზე

** საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში და კომპონენტების მუშაობაში

** soldering / desoldering უნარები - სარჩილავთან მუშოაბის გამოცდილება

** ტექნიკური დოკუმენტაციისა და სქემების წაკითხვის უნარი

** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი

თუ გსურთ განვითარება ტექნიკურ სფეროში და პრაქტიკული გამოცდილების მიღება თანამედროვე მოწყობილობებთან მუშაობაში, შემოგვიერთდით!

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

** სწავლასთან შეთავსებული სამუშაო გრაფიკი

გამოცდილ IT გუნდთან მუშაობით, საშუალება გექნება მიიღო პროფესიული გამოცდილება და განივითარო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე, შესაძლებლობა მოგეცემა მოხვდე რეალურ სამუშაო გარემოში და გამოავლინო საკუთარი უნარ-ჩვევები.

კომპანია უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთები სხვადასხვა პროფილის ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები არიან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და აუცილებლად მიუთითოთ სათაურში "ვაკანსია-ინჟინერი" ელფოსტაზე:.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წარმატებას გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ITCS
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის