9247 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

N7RN5XEF გამოქვეყნდა 26 ოქტ 26 ნახვა

შესყიდვების მენეჯერი

ელვარე გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ ენერგიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და განვითარებაზე მომართულ შესყიდვების მენეჯერს, რომელიც სრულად მართავს წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის შესყიდვის პროცესებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოო ნედლეულის ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ახალი პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
  • საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია (წერილობითი და ზეპირი);
  • შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
  • ფასების შედარებითი ანალიზი და ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა;
  • მარაგების დაგეგმვა და ვადების მკაცრი კონტროლი;
  • ნედლეულის მოთხოვნების შესწავლა და წარმოებისთვის შესაბამისი პროდუქციის შესყიდვა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია - წარმოება, საწყობი, ლოგისტიკა, ექსპორტი, ლაბორატორია;
  • ERP სისტემაში პროდუქციის სპეციფიკაციის შეყვანა; შეკვეთების დარეგისტრირება და ნედლეულის სპეციფიკაციების ატვირთვა;
  • მომწოდებლების ბაზების კონტროლი და განახლება;
  • სხვა შესყიდვებთან დაკავშირებული საქმეების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ლოგისტიკის მიმართულებით);.
  • ენების ფლობა: ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერილობითი, ისე სასაუბრო);
  • ტექნიკური უნარები: MS Office-ის (განსაკუთრებით Excel და Word) სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა: საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • დეტალებზე ორიენტურებულობა: დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება;
  • მოტივაცია: მუდმივი განვითარებისა და სწავლის სურვილი;
  • დროის მართვა: დაგეგმვის უნარი და მოქნილობა ფორსმაჟორულ სიტუაციებში;
  • კვლევის უნარი: სიახლეების ძიების და ინფორმაციის გადამოწმების "აზარტი";
  • ორგანიზებულობა: დიდი მოცულობის ინფორმაციის სისტემატიზაციის უნარი.
  • სისხარტე: დინამიურ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00).
  • ადგილმდებარეობა: ქვემო ალექსეევკის დასახლება (თბილისის აეროპორტის მიმდებარედ).
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
  • კვება: კომპანია სრულად უზრუნველყოფს კვებას.
  • ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო "ზედა სამგორიდან".
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიულ ზრდას მზარდ კომპანიაში.
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
  • გამოცდილების მიღების შესაძლებლობას გამოცდილი სპეციალისტების გვერდით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.elvare.ge/

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა