დაცვის თანამშრომელი
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი სამუშაო განაკვეთი: 24-საათიანი ცვლა სამ დღეში ერთხელ ანაზღაურება: 1000 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- უფასო კვებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
- საწარმოს ტერიტორიის, შენობის, ინვენტარის, ტექნიკისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
- ტერიტორიის რეგულარული შემოწმება;
- თანამშრომლებისა და ვიზიტორების კონტროლი;
- შესასვლელებისა და გასასვლელების კონტროლი;
- ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონიტორინგი;
- სამუშაო და არასამუშაო საათებში ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- კომპანიის შიდა რეგულაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.