ბიზნეს სისტემების დანერგვის სპეციალისტი
"ბიზნეს ჯგუფი" არის ბიზნეს მხარდაჭერის კომპანია, რომელიც ქმნის და ავითარებს ინოვაციურ ქართულ Cloud სისტემას — "MARK4"-ს.
"MARK4" ორგანიზაციებს ეხმარება ბიზნეს პროცესების გამარტივებაში, ავტომატიზაციასა და ეფექტიანობის ზრდაში. ჩვენი გუნდი მუშაობს Cloud გადაწყვეტილებების, ბიზნეს სისტემების დანერგვისა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებით.
ჩვენი კულტურა ემყარება გამჭვირვალობას, ინტელექტუალურ მიდგომას, პასუხისმგებლობასა და შედეგზე ორიენტირებულობას.
ვეძებთ ბიზნეს სისტემების დანერგვის სპეციალისტს.
ძირითადი მოვალეობები:
** "MARK4"-ის პროდუქტების, მოდულებისა და ფუნქციონალის საფუძვლიანი შესწავლა;
** პარტნიორი კომპანიების არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი;
** კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი სისტემურ გადაწყვეტებად გარდაქმნაში მონაწილეობა;
** ახალი კლიენტებისთვის "MARK4"-ის დანერგვისა და ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა;
** პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება და პროცესების შეთანხმება;
** მომხმარებლებისთვის სისტემის გამოყენების სწავლება, კონსულტაცია და მხარდაჭერა;
** დანერგვის პროცესში გამოვლენილი საკითხების ანალიზი და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;
** ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს პროცესების, ოპერაციების, ფინანსების, HR-ის, ERP/CRM სისტემების, პროგრამული პროდუქტების დანერგვის, მომხმარებელთა მხარდაჭერის ან სხვა რელევანტურ მიმართულებაში;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** პარტნიორ კომპანიებთან პროფესიული ურთიერთობის წარმართვის უნარი
რას გთავაზობთ:
** რეალურ და მასშტაბურ ბიზნეს პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** MARK4-ის პროდუქტებისა და ბიზნეს პროცესების მიმართულებით ინტენსიურ პროფესიულ სწავლებას;
** გამოცდილ მენტორებთან მუშაობას;
** სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიების ბიზნეს პროცესების გაცნობისა და ანალიზის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების მკაფიო გზას ბიზნეს სისტემებისა და პროცესების მართვის მიმართულებით;
** მეგობრულ, ღია და ინტელექტუალურ სამუშაო გარემოს;
** გრძელვადიანი თანამშრომლობისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში ველით თქვენს რეზიუმეს:
საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბიზნეს სისტემების დანერგვის სპეციალისტი.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.