8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

N980G0M4 გამოქვეყნდა 27 აგვ 4 ნახვა

რეგისტრატორი სამედიცინო განათლებით

მრჩეველი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1700 / თვეში ბოლო ვადა:

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში პოზიციაზე რეგისტრატორი სამედიცინო განათლებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია; ** კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია; ** პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა; ** გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი; ** კომუნიკაბელური; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ** სხარტი აზროვნების უნარი; ** ორგანიზებული; ** პასუხისმგებლობიანი; ** ენერგიული.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** ლაბორატორიულ კვლევებზე ფასდაკლებას თანამშრომლისათვის და მისი ოჯახის წევრებისთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ

ანაზღაურება: 1700 ლარი, 6 თვის შემდეგ 2000 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
მრჩეველი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა