8951 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NB3EZCZF გამოქვეყნდა 2 ოქტ 10 ნახვა

ევროპის უნივერსიტეტი

ევროპის უნივერსიტეტი

შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტ

ევროპის უნივერსიტეტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 13 ოქტ

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის 76;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა; 2. ინდივიდუალური გასაუბრება;

ძირითადი მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის საჭიროებების შესაბამისად შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების მოძიება;
  • მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება;
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
  • არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის სისტემატიური შემოწმება, ხარვეზების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობა;
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არანაკლებ პროფესიული განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სისტემური აზროვნების უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრესის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ცვლილებების მიმღებლობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ოქტომბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევროპის უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა