ექთანი-ფლებოტომისტი
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ექთანი-ფლებოტომისტის თანამდებობაზე ქ. თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე.
ჩვენი პირობები
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (წინანდლის 27 (300 არაგველის მეტროს მიმდ.)
- განრიგი: ორშ-პარ (08:30 - 17:00); შაბ (09:00 - 14:00)
- საბონუსე სისტემა: კვარტალური
"სინევოში" თქვენ დაგხვდებათ
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass
- თიმბილდინგი
- მზარდი შრომითი ანაზღაურება
- ჯანსაღი სამუშაო გარემო
ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები
- საოპერაციო პროცესების კოორდინაცია (ყოველდღიური მონიტორინგი;
- ლოჯისტიკის მართვა);
- ინფორმაციის ნაკადის მართვა;
- ხარისხისა და სტანდარტების ზედამხედველობა (Check-list-ების კონტროლი);
- დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- პერსონალის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ტექნიკური კომპეტენციები;
- სამედიცინო/საოპერაციო პროგრამები;
- ანგარიშგება;
- ხარისხის სტანდარტები.
პიროვნული უნარები
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ელფოსტებზე და. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!