უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ინდუსტრია: სოფლის მეურნეობა სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თამარ ჭოველიძის ქ. 4 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:30-18:00 სთ ანაზღაურება: 800-1000 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებისა ან ეკონომიკის მიმართულებით;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- აუცილებელია Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მონაცემების შეგროვება და დამუშავება Excel-ში;
- მონაცემების სიზუსტის გადამოწმება პასუხისმგებელ პირებთან;
- ჩართულობა ყოველთვიური ბიუჯეტის და ფაქტობრივი ხარჯების მომზადებაში;
- ხარჯების ასახვა სპეციალურ პროგრამაში (შეისწავლით ადგილზე);
- მიღებული პირველადი დოკუმენტაციის/ინვოისების შემოწმება და ბუღალტერიაში დროულად მიწოდება;
- სხვადასხვა რეპორტების ყოველთვიური განახლება;
- გუნდის მხარდაჭერა პროექტთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ამოცანებში;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სისწრაფე და ორგანიზებულობა;
- გუნდურობა და კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.