მერჩენდაიზერი/პრომოუტერი
კომპანია "იფქლი" 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. "იფქლის" პოპულარობას განაპირობებს მაღალი ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება და ცხობის მრავალწლიანი ტრადიცია. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულს, რომლითაც თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.
კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს მერჩენდაიზერ/პრომოუტერის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნა: აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელური.
მოვალეობები:
** პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქტის შეთავაზება;
** პროდუქციის სარეალიზაციო თაროზე განთავსება;
** პროდუქციის ვადებისა და ნაშთების კონტროლი;
** სარეალიზაციო ობიექტში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების აღრიცხვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი სრულყოფილად შევსებული რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: ან დაგვიკავშირდით ნომერზე:. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.