8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NE3CWBKM გამოქვეყნდა 25 აგვ 10 ნახვა

საწყობის აღრიცხვის ოპერატორი / შეკვეთების ადმინისტრატორი

ამბოლი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს საწყობის უფროსი აღრიცხვის ოპერატორის/აღრიცხვის ოპერატორის და შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი ზაჰესი პლატინი ქ2; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.

საწყობის უფროსი აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები: - საწყობის შეუფერხებლი და გამართული მუშაობა; - მტვირთავებისთვის და აღრიცხვის ოპერატორებისთვის შესაბამისი დავალებების მიცემა; - საწყობში სისუფთავის დაცვა; - მოწოდებულ საქონელში დანაკლისის, მეტობის, მექანიკური დაზიანების აღმოჩენა და უფლებამოსილ პირზე ინფორმაციის მიწოდება; - სამუშაო დღის ბოლოს, შესრულებული შეკვეთების და მიღებული პროდუქციის რაოდენობის 1C პროგრამასთან შედარება, უზუსტობის შემთხვევაში მიზეზის მოკვლევა და გასწორების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები: - პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; - აუცილებელია საწყობში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია 1C ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები: - საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა; - საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება; - ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა; - პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის; - წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები: - პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; - აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.

შეკვეთების ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები: - სამუშაო დღის მანძილზე შესრულებული ტრანზაქციების გადამოწმება; - რეალიზაციის დოკუმენტის საფუძველზე საწყობისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის მოგროვებაზე; - ქოლ-ცენტრის შეკვეთების კონტროლი; - ფილიალებს შორის პროდუქციის გადაადგილების კონტროლი; - ფილიალების მიერ მოწერილი სხვაობების კონტროლი და შესაბამის მეილებზე პასუხის გაცემა; - ცეტრალური საწყობიდან გაგზავნილი დოკუმენტების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები: - აუცილებელია საწყობში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია 1C ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია Microsoft Excel-ისა და Outlook-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები: - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ამბოლი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა