კონსულტანტი
ოპტიკური კომპანია "რონიკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
"რონიკო" არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 31-წლიანი ისტორიით. იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ შეგასწავლით ახალ პროფესიას - ოპტიკოსი.
პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მაღალ ანაზღაურებას! გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს გულდასმით გაეცანით.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, მაღალ ანაზღაურებას;
- ახალი პროფესიის - ოპტიკოსი - შესწავლას;
- პროფესიულ ტრეინინგს;
- კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
- ანაზღაურებადი სწავლების და სტაჟირების პერიოდი;
- კონსულტანტის პოზიცია - დარიცხული 1400 ₾ + ბონუსი; (მინიმალური ანაზღაურება 1500₾)
- სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განაკვეთი კვირაში 6 დღე (40 სთ.).
რას ვითხოვთ თქვენგან, აუცილებელი უნარები
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა, პროფესიული განვითარების სურვილი;
- მიზანსწრაფულობა და პოზიტიური ენერგეტიკა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- გაწონასწორებულობა, რთული სიტუაციების ეფექტურად მართვა;
- უცხო ენების ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე, გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტ-ოპტიკოსი თბილისი".