9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

NG6FYD6P გამოქვეყნდა 19 ოქტ 25 ნახვა

მძღოლი

ჯორჯიან ფექიჯინგი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში −13% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,722 ₾ · 120 განცხადება ბოლო ვადა: 20 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "ჯორჯიან ფექიჯინგი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია მდებარეობს თბილისში, დიდი დიღომში, არჩილ მეფის 1.

შპს "ჯორჯიან ფექიჯინგი" 2016 წლიდან აწარმოებს სურსათის შესაფუთ მასალებს, ქაღალდის ჭიქებს ცხელი და ცივი სასმელებისთვის, პურ-ფუნთუშეულის პაკეტებს და სხვადასხვა სახეობის ყუთებს.

კომპანია მუშაობს სურსათის უვნებლობის სასერტიფიკაციო სქემის FSSC 22000-ის ფარგლებში.

მოვალეობები:

  • ავტომობილის მართვა და პროდუქციის დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთთან მიტანილი პროდუქციის გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა და ტვირთის მთლიანობაზე ზედამხედველობა;
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისა და სისუფთავის კონტროლი;
  • სამგზავრო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის სათანადოდ წარმოება.

მძღოლი ვალდებულია:

  • დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები;
  • მოთხოვნის შემთხვევაში გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • დაიცვას სურსათის უვნებლობის სტანდარტებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • C კატეგორიის (სატვირთო ავტომობილი) მართვის მოქმედი მოწმობა;
  • E კატეგორიის მართვის უფლება (თუ ნახევარმისაბმელიანი ან მისაბმელიანი ავტომობილია);
  • მძღოლად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ქალაქსა და რეგიონებში პროდუქციის გადაზიდვის გამოცდილება;
  • ტახოგრაფის გამოყენების გამოცდილება და მუშაობისა და დასვენების დროის წესების ცოდნა;
  • მძღოლის კვალიფიკაციის (პროფესიული კომპეტენციის) დამადასტურებელი მოწმობა;
  • მძღოლისთვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გავლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანების შესაბამისად;
  • საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა;
  • ავტომობილის ძირითადი ტექნიკური გამართულობის შემოწმებისა და წვრილმანი ხარვეზების აღმოფხვრის უნარი;
  • GPS/ნავიგაციის გამოყენების უნარი;
  • თბილისისა და საქართველოს გზების კარგი ცოდნა;
  • კორპორატიული ეთიკისა და დისციპლინის ზოგადი მოთხოვნების ცოდნა.

სამუშაოსთან დაკავშირებული მოთხოვნები:

  • გაცდენის გარეშე მუშაობა და მოქნილობა დატვირთვისა და მიწოდების განრიგთან
  • საქართველოს მასშტაბით მივლინებებზე წასვლის მზაობა;
  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების აკრძალვა სამუშაო დროს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
  • გულისხმიერება ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა კლიენტებთან და საწყობის თანამშრომლებთან;
  • დისციპლინირებულობა;
  • არაკონფლიქტურობა;
  • სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

სურსათთან ან შესაფუთ მასალასთან დაკავშირებული ტვირთის გადაზიდვის გამოცდილება;

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა;
  • ხელფასი: გამოსაცდელ ვადაში NET 1500 ლარიდან;
  • ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა გამოსაცდელი ვადის შემდგომ;

გასაუბრების ეტაპები:

1. CV-ის გადარჩევა; 2. სატელეფონო გასაუბრება; 3. ინტერვიუ-გასაუბრება.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, რომლებიც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.

კომპანია "ჯორჯიან ფექიჯინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდება ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას (მათ შორის CV-სა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება მხოლოდ განაცხადის მიღებისა და განხილვისათვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე.

განაცხადების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით ან დაგვირეკეთ ნომერზე 2 35 70 03;

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლი"

შპს "ჯორჯიან ფექიჯინგი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა