← ყველა ვაკანსია

NGJX1CN2 გამოქვეყნდა 16 ნოე 0 ნახვა

ექიმი ნევროლოგი

გლობალ ორთოპედი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 16 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 15 დეკ

მარნეულის გლობალური ორთოპედიული ქართულ-თურქული კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ექიმი ნევროლოგის პოზიციაზე. მარნეულის გლობალური ორთოპედიული ქართულ-თურქული კლინიკა არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აერთიანებს მოწინავე ქართულ და თურქულ სამედიცინო გამოცდილებას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია პაციენტებზე ზრუნვა, მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების მიწოდება, ასევე კომფორტული და პროფესიული გარემოს შექმნა როგორც პაციენტებისთვის, ისე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. თუ ხართ კვალიფიციური, პასუხისმგებლიანი და პაციენტზე ორიენტირებული სპეციალისტი, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში სამუშაოდ.

ძირითადი მოვალეობები

  • ნევროლოგიური პაციენტების ამბულატორიული მიღება და კონსულტირება;
  • ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • სამკურნალო და პრევენციული ღონისძიებების დანიშვნა;
  • ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგების შეფასება;
  • პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკური მეთვალყურეობა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად და დროულად წარმოება;
  • კლინიკის შიდა სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი ნევროლოგიის მიმართულებით;
  • სპეციალობით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის გამოცდილება;
  • კლინიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია რუსული და/ან თურქული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ქართულთან ერთად);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო კოლექტივს;

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ: „ექიმი ნევროლოგი“. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა