7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NH6DXY38 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერი

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 / დასვენების დღე : შაბათ - კვირა ( თვეში ორი შაბათი )

მოთხოვნები: - მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება - პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი - თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა - მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა - შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.

მოვალეობები: - პასუხისმგებელია დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებაზე. წარუდგენს გეგმას სავაჭრო ობიექტის ყველა თანამშრომელს და ორგანიზებას უკეთებს მათ შრომას დასახული გეგმის შესრულების მიზნით. - პასუხისმგებელია სუპერმარკეტში არსებულ ფულად-სასაქონლო და სხვა ფასეულობებზე. - ვალდებულია დაიცვას სასაქონლო დანაკარგებისა და ჩამოწერის ნორმები. - პასუხისმგებელია დოკუმენტაციისა და ანგარიშების სწორ წარმოებაზე. - აკონტროლებს ობიექტზე არსებული ტექნიკის გამართულობას, უწყვეტი სამუშაო პროცესისათვის საჭირო სასაქონლო ნაშთებს. - ვალდებულია სუპერმარკეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს შესაბამის სამსახურს. - ასრულებს უშუალო უფროსის მიერ მიცემულ სხვადასხვა დავალებებს. - ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: - ორგანიზებულობა; - პასუხისმგებლიანობა; - კომუნიკაბელურობა; - პუნქტუალურობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. გისურვებთ წარმატებებს! სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ტელ: + 995 32 2 907 907

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა