ღამის ცვლის ადმინისტრატორი
პულს არია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
საცურაო აუზისა და ფიტნეს ცენტრში ვეძებთ პასუხისმგებლიან, ყურადღებიან და ორგანიზებულ ღამის ცვლის ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას და საჭიროების შემთხვევაში შეითავსებს ბარის მომსახურებასაც.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და მომსახურება;
- ღამის ცვლის ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- ცენტრში წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
- სალარო ოპერაციებისა და ანგარიშსწორების წარმოება;
- ბარში შეკვეთების მიღება და მომსახურება;
- წარმოქმნილ საოპერაციო საკითხებზე დროული რეაგირება;
- სამუშაო სივრცის მოწესრიგება და ცვლის გადაბარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა;
- კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ღამის ცვლაში მუშაობის მზადყოფნა;
- მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ვაკე სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლა
ანაზღაურება: 1000ლ
დაინტერესების შემთხვევაში დაგვირეკეთ: +995 555372711