კურიერი საკუთარი მოპედით
კომპანია "ემ-ჩარჯი" ეძებს კურიერს საკუთარი მოპედით თბილისში ფაუერბანკების სადგურების მომსახურებისთვის.
რისი კეთება მოგიწევს:
** ფაუერბანკების დარიგება აპარატებში წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით
** გადავსებული სადგურებიდან ზედმეტი დამტენების წამოღება
** სადგურების მდგომარეობის და სისუფთავის მონიტორინგი
** დავალებები მიიღება სპეციალური მობილური აპლიკაციით
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას (1000 ლარი NET) და მოქნილ გრაფიკს (ნაკლებად დატვირთულ დღეებში საკმარისი არის ნახევარი სამუშაო დღეც დავალებების შესასრულებლად)
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** ასაკი - 18 წელზე მეტი, შესაბამისი ტრანსპორტის მართვის კატეგორიის ფლობა, პუნქტუალურობა.
თუ ვაკანსიამ დაგაინტერესა გამოგვიგზავნე ელ. ფოსტაზე მოკლე შეტყობინება ტელეფონის ნომრის მითითებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.