ბარის თანამშრომელი
ველნეს სივრცე (აუზი, სპა, დარბაზი) აცხადებს ბარის თანამშრომლის ვაკანსიას.
პოზიციის აღწერა : ბარის თანამშრომელი პასუხისმგებელია სტუმრების მომსახურებაზე, ყავისა და ჯანსაღი სმუზების მომზადებაზე, მზა პროდუქციის მოწესრიგებულად წარდგენასა და ბარის სისუფთავეზე.
ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების მიღება და მომსახურება; - ყავის, ჩაის, სმუზებისა და მარტივი სასმელების მომზადება; - მზა ჯანსაღი პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა; - ბარის სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; - პროდუქციის მარაგების კონტროლი; - ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
სასურველი უნარები: - კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მომსახურება; - სისუფთავისა და დეტალებისადმი ყურადღება; - ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - ჯანსაღი ცხოვრების წესის, კვებისა და ველნეს კულტურის მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი.
ვაკანსიაზე გამოხმაურება : დაგვიკავშირდით What’s up-ზე მითითებულ ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.