კურიერი საკუთარი ავტომობილით ხაშურში
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით ხაშურში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები
- სამუშაო საათები: 3 ან 4 სამუშაო დღე კვირაში;
- ანაზღაურება: ყოველ ნამუშევარ დღეზე 45 - 50 ლარი + საწვავი
- მისამართი: ქ. ხაშური, იმერეთის 34
- სამუშაო არეალი: ბორჯომ - ბაკურიანი.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები
- საკუთარი ეკონომიური ტიპის ავტომობილი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- სიახლის ათვისების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს
- პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება
- მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი ავტომობილით ხაშურში/ბორჯომ-ბაკურიანში", დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე.