8,863 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NPT5QSRC გამოქვეყნდა 25 სექ 18 ნახვა

მაქსიმა

მაქსიმა

დიასახლისი

მაქსიმა გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი დასუფთავება
შესვლა და განაცხადი
₾1100 / თვეში ბოლო ვადა: 26 ოქტ

კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის "დიასახლისის" პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული; სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე; დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე; ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109; ანაზღაურება: 1100 ლარი (ფიქსირებული);

ჩვენი ბენეფიტი:

  • კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • პასუხისმგებლობისა და სისუფთავის მაღალი სტანდარტის დაცვა;
  • სამუშაოს ორგანიზებულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • შოურუმის ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება;
  • სამუშაო და საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სველი წერტილების დასუფთავება და მოწესრიგება;
  • სისუფთავის მუდმივი კონტროლი.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • ყურადღებიანი და შრომისმოყვარე;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დამცველი;
  • კეთილსინდისიერი და საიმედო;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ტელ. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "დიასახლისი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მაქსიმა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა