საწყობის მენეჯერი
Jibe Cash & Carry დიდი დიღმის ფილიალი, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-17:00 ანაზღაურება - 1600 ლარი
საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
- მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი; სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
- პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
- "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა");
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/LtSQKO3c
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.