ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი
"CARMARK" 2005 წლიდან საქმიანობს ავტომობილების იმპორტის სფეროში და მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და საქართველოში ტრანსპორტირების მომსახურებას.
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება სასურველი ავტომობილის შერჩევაში და მართავს გაყიდვის პროცესს პირველი კონტაქტიდან შეთანხმების გაფორმებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო და ონლაინ მოთხოვნებზე პასუხი და ოფისში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლის საჭიროებებისა და ბიუჯეტის განსაზღვრა, შესაბამისი ავტომობილებისა და მომსახურების შეთავაზება;
- ავტომობილის მახასიათებლების, შეძენის პირობებისა და მოსალოდნელი ხარჯების განმარტება;
- ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- დაინტერესებულ მომხმარებლებთან განმეორებითი კომუნიკაცია და გაყიდვის დასრულებაზე მუშაობა;
- ახალი მომხმარებლების მოზიდვა და არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის შენარჩუნება;
- მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და შეთანხმებების სამუშაო სისტემაში აღრიცხვა;
- კომპანიის შესაბამის გუნდთან შეძენისა და ტრანსპორტირების საკითხების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- გამართული ქართული და კარგი საკომუნიკაციო უნარები;
- მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- ავტოიმპორტში ან ავტომობილების გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- Copart-ის, IAA-ისა და Manheim-ის პლატფორმების ცოდნა;
- ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციების ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
- CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 12ა;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00;
- ანაზღაურება: გამომუშავებით, გაყიდვების შედეგების მიხედვით. დეტალური პირობები განიხილება გასაუბრებაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე.
სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი — CARMARK".
https://carmark.ge/ka
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.