ოფისის მენეჯერი
კომპანია "cpap.ge" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ სიპაპ აპარატებისა და მათი აქსესუარების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც შეიქმნა ერთი მიზნით — მომხმარებლებისთვის სანდო, ხარისხიანი და კომფორტული სუნთქვის თერაპიის უზრუნველსაყოფად.
ძილის აპნოე ბევრისთვის სერიოზული გამოწვევაა, ხოლო სწორი სიპაპ თერაპია — მისი ეფექტური მართვის მთავარი საშუალება. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, სადაც ყველა მომხმარებელი იპოვის საჭირო პროდუქტს, პროფესიონალურ რჩევას და ხარისხიან მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები
- ოფისში მოსული პაციენტების მიღება-მომსახურება;
- სატელეფონო ზარებსა და ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
- აპარატურის გამართვა-დაყენება;
- პროგრამაში მუშაობა, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
ძირითადი მოთხოვნები
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
- გამართული მეტყველება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვის უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
- სამუშაო საათები: 11:00-18:00; შაბათს — 12:00-15:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
- მისამართი: ბათუმი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!