გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

NSTXGB15 გამოქვეყნდა 4 ნოე 26 ნახვა

ოფისის მენეჯერი

cpap.ge გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანია "cpap.ge" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ სიპაპ აპარატებისა და მათი აქსესუარების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც შეიქმნა ერთი მიზნით — მომხმარებლებისთვის სანდო, ხარისხიანი და კომფორტული სუნთქვის თერაპიის უზრუნველსაყოფად.

ძილის აპნოე ბევრისთვის სერიოზული გამოწვევაა, ხოლო სწორი სიპაპ თერაპია — მისი ეფექტური მართვის მთავარი საშუალება. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, სადაც ყველა მომხმარებელი იპოვის საჭირო პროდუქტს, პროფესიონალურ რჩევას და ხარისხიან მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები

  • ოფისში მოსული პაციენტების მიღება-მომსახურება;
  • სატელეფონო ზარებსა და ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • აპარატურის გამართვა-დაყენება;
  • პროგრამაში მუშაობა, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ძირითადი მოთხოვნები

  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
  • გამართული მეტყველება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვის უნარი.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
  • სამუშაო საათები: 11:00-18:00; შაბათს — 12:00-15:00
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
  • მისამართი: ბათუმი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა