გაყიდვების მენეჯერი
"STEC Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"STEC Georgia" არის გეოდეზიური და გეოსივრცითი ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო ბრენდის STEC-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია ახორციელებს თანამედროვე გეოდეზიური მოწყობილობების — GNSS სისტემების, ტაქეომეტრების, 3D ლაზერული სკანერების, LiDAR სისტემების, პროფესიონალური დრონებისა და სხვა ტექნიკური გადაწყვეტილებების გაყიდვას.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 45
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული კლიენტების მართვა და ახალი კლიენტების მოძიება;
** B2B გაყიდვები და კლიენტთა პორტფელის გაზრდა;
** მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** სატელეფონო, ონლაინ და პირისპირ კომუნიკაცია მომხმარებლებთან;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაყიდვების პროცესის მართვა;
** პროდუქციის პრეზენტაციებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** B2B ან ტექნიკური გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა და ახალი კლიენტების მოძიების უნარი;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
გეოდეზიური მოწყობილობების წინასწარი ცოდნა აუცილებელი არ არის — კომპანია უზრუნველყოფს შესაბამის სწავლებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV:
ვებგვერდები: stecgeorgia.com | civilia.ge
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.