მიმტანის დამხმარე
რესტორანი "ხაშერია" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარეს პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურებაში; ** შეკვეთის სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება; ** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა; ** კოლეგების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** გამართულად ქართულად საუბარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის უნარი; ** ენერგიულობა და სისხარტე; ** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; ** კვებას; ** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khasheriage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.