მიმტანის დამხმარე
რესტორანი "ხაშერია" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარეს პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურებაში;
** შეკვეთის სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
** კოლეგების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართულად ქართულად საუბარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.