8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NT9W50W6 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

მორიგე რეგისტრატორი

ჟორდანიას კლინიკა via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს „ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.

ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს (დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა)

ანაზღაურება: ნამუშევარი საათების მიხედვით

ძირითადი ფუნქციები: - პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; - პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა; - პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე; - მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება; - სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები : - უმაღლესი განათლება/სტუდენტი (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით) - უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული) - საოფისე პროგრამები საბაზისო დონეზე

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/eMVvUTz

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ჟორდანიას კლინიკა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა