პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

NTM6R605 გამოქვეყნდა 11 ნოე 1 ნახვა

პრომოუტერი

თერმო ცენტრი გარე განცხადება
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 25 ნოე
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: დომინო - ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #2;
  • შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + კონკურენტული საბონუსე სისტემა;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass.

ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • სტენდზე განთავსებული პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენა;
  • შეძენილ პროდუქციაზე ინვოისის გამზადება და მომხმარებლისთვის გადაცემა;
  • ქსელში შეტანილი პროდუქციის მონიტორინგი და საწყობში არსებული მარაგების კონტროლი, სტენდის შევსება, საჭიროების მიხედვით;
  • აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გათბობა-გაგრილების სფეროში მუშაობის გამოცდილება);
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"პრომოუტერი"

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 24.11.2026

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა