8844 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NTVV4GRS გამოქვეყნდა 25 აგვ 12 ნახვა

შეკვეთების და მხარდაჭერის ასისტენტი

Game Zone გარე განცხადება
თბილისი ნახევარი განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Game Zone" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების და მხარდაჭერის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია "Game Zone" 2010 წლიდან აერთიანებს საქართველოში გეიმინგით დაინტერესებულ მომხმარებლებს. კომპანია არის Sony PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

ეძებ პირველ სამსახურს, სადაც გამოცდილებასაც მიიღებ და განვითარების რეალური შესაძლებლობაც გექნება?

Game Zone ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლობიან შეკვეთებისა და მხარდაჭერის ასისტენტს, რომელიც გუნდს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში დაეხმარება.

ამ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად გამოცდილება არ გჭირდება — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.

რას გააკეთებ?

** მოამზადებ გაყიდულ პროდუქციას და გამოიტან საწყობიდან;

** შეაგროვებ და შეფუთავ ონლაინ შეკვეთებს;

** მომზადებულ შეკვეთებს გადასცემ კურიერებს;

** დაეხმარები გუნდს პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში;

** იზრუნებ შეკვეთების ზონისა და საწყობის მოწესრიგებაზე;

** ეტაპობრივად გაეცნობი Game Zone-ის პროდუქტებსა და გაყიდვების პროცესს.

ვის ვეძებთ?

ადამიანს, რომელიც:

** არის პასუხისმგებლობიანი და პუნქტუალური;

** შეუძლია გუნდთან თანამშრომლობა;

** ყურადღებით ეკიდება დეტალებს;

** არ ერიდება მოძრავ და აქტიურ სამუშაოს;

** სურს ახალი საქმის სწავლა და პროფესიული განვითარება.

სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.

ეს პოზიცია შეიძლება გახდეს შენი პირველი სამსახური და პირველი ნაბიჯი საცალო გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

რას გთავაზობთ?

** კვირაში 5 სამუშაო დღეს;

** ნახევარ განაკვეთზე მუშაობას — დღეში 5 საათი;

** 600 ლარ ფიქსირებულ ხელფასს; (net)

** სამუშაოს ადგილზე სრულად შესწავლას;

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდს;

** გეიმინგ პროდუქტებისა და გაყიდვების პროცესის გაცნობის შესაძლებლობას;

** კარიერული განვითარების მკაფიო გზას.

ამ პოზიციიდან შეგიძლია ეტაპობრივად გადახვიდე შემდეგ საფეხურებზე:

** ექსპერტ-კონსულტანტი

** ფილიალის უმცროსი მენეჯერი

** ფილიალის უფროსი მენეჯერი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც სურს განვითარება. ამიტომ კარგი შედეგების, პასუხისმგებლობისა და სწავლის სურვილის შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა გაიზარდო კომპანიის შიგნით და გადახვიდე ექსპერტ-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია:

Game Zone-ის ფილიალი — ჭავჭავაძის 37ლ. (ჰოუმმარტი)

თუ დაინტერესდი ვაკანსიით, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე:, საბჯექთის ველში მიუთითე "შეკვეთების და მხარდაჭერის ასისტენტი".

შპს "Game Zone"-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "Game Zone" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "Game Zone"-ის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Game Zone
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის