ჭურჭლის მრეცხავი
სასტუმრო GLARROS Hotel Tbilisi, რომელიც თბილისის ცენტრში, ავლაბარში მდებარეობს, აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სამზარეულოს ყველა ინვენტარის, ჭურჭლის წმენდა/დასუფთავება არსებული ჰიგიენური სტანდარტების დაცავის შესაბამისად
- სისუფთავის ნორმების კონტროლი სამზარეულოში სტანდარტების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის პასუხისმგებლობა
- ყურადღებიანობა და მოწესრიგებულობა
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: კოტე აფხაზის ქ.15
- სამუშაო გრაფიკი: 07:00–16:00 - 5 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
- ანაზღაურება: 1200 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ.
მადლობა, რომ დაინტერესდით GLARROS Hotel Tbilisi-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით.
თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია.